საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამოქალაქო სამართლის კომიტეტი აცხადებს საჯარო კონკურსს კომიტეტის შემადგენლობაში ადვოკატებისა და სხვა დაინტერესებული პირების შერჩევის მიზნით. კომიტეტის შემადგენლობას ამტკიცებს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.
სამოქალაქო სამართლის კომიტეტში შეირჩევიან ადვოკატები სამოქალაქო სამართლისა და საერთო სპეციალიზაციით, ვისაც აქვს არანაკლებ 3–წლიანი პროფესიული პრაქტიკა და კანონპროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
ადვოკატები შეირჩევიან წარმოდგენილი ავტობიოგრაფიების (CV) საფუძველზე.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 5 თებერვალი. წერილში გთხოვთ მიუთითოთ–საკონკურსო განაცხადი სამოქალაქო სამართლის კომიტეტში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა გამოაგზავნონ ელ. მისამართზე: pr@gba.ge
სამოქალაქო სამართლის კომიტეტში საქმიანობა არ ანაზღაურდება